„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგს აქვეყნებს.
14, 15 და 16 ივლისი
პროფესიული უნარები.
20 ივლისი
ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
21 ივლისი
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
22 ივლისი
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
მუსიკა;
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
23 ივლისი
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებით, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.
25 ივლისი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.
26 ივლისი
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი.