„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშობლებს მოუწოდებს, სექტემბერში ბავშვები სკოლებში გაუშვან, რადგან ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბორის ჯონსონის თქმით, სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შანსები საკმაოდ დაბალია და ბავშვები გაკვეთილების გაცდენით უფრო მეტად დაზარალდებიან:
,,ცოდნის მიღების მიზნით საკლასო ოთახებში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, არაფერს აქვს იმხელა ზეგავლენა მათი ცხოვრების შესაძლებლობებზე, რამხელაც სკოლაში დაბრუნებას. ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობდით ჩვენი სამეცნიერო და მედიცინის ექსპერტების მოწოდებებით და ახლა ბევრად მეტი ვიცით ვირუსზე, ვიდრე წლის დასაწყისში“, - დასძინა ჯონსონმა.