„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა
2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებსა და თარიღებში: 10 აგვისტო
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებით, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.
მუსიკა;
სპორტი.
11 აგვისტო
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.