საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს არ ჩატარდება
ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება 2020 წლის 06 და 07 მარტს არ ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განახლებული ინფორმაცია ვებ გვერდზე directors.mes.gov.ge-ზე განთავსდება 20 მარტისთვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).