Baby Bag

თუ გეოგრაფიის გამოცდას აბარებთ - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

თუ გეოგრაფიის გამოცდას აბარებთ - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

მათივე ცნობით, დღეს, 13 მაისს, კითხვებს უპასუხებს გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე.

ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.

მასწავლებელთა გამოცდაზე 1, 4, 7 და 10 კრედიტის მისაღებად გადასალახი ბარიერი
გთავაზობთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულებს სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით.როგორც ცნობილია, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელდება“ - განათლების სამინისტრო

„საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელდება“ -  განათლების სამინისტრო
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს“, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა. ასევე, სხვადასხვა პროექტს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლილიკაშვილმა ხელი მადრიდში მოაწერეს. 
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმნიშვნელოვანესი შეთანხმებაა, რომელიც რეგიონალური ტურიზმის სფეროში ქვეყნის განვითარებას, ახალი პროგრამების შექმნას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო აკადემიის დაფუძნებას გულისხმობს:
„ერთობლივად შემუშავებული ყველა ინოვაციური პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, მით უმეტეს განათლების მიმართულებით, ხელს შეუწყობს როგორც ამ სფეროს განვითარებას, ასევე საქართველოს აქცევს ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად“,  - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად