საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშება შეიცვალა
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დადგენილებით, შეიცვალა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშება. კერძოდ,მასწავლებელთა გამოცდაზე 1, 4, 7 და 10 კრედიტის მისაღებად გადასალახი ბარიერი დაწეულია.
თუ აქამდე1 კრედიტის მოსაპოვებლადსაჭირო იყო ქულათა 31%-დან 41%-მდე მიღება,ახლა საჭიროა ქულათა 30-დან 40%-მდე მიღება;
4 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 41%-დან 51%-მდე მიღება, ახლა საჭიროა ქულათა 40%-დან 50%-მდე მიღება;
7 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 51%-დან 61%-მდე მიღება, ახლა - ქულათა 50%-დან 60%-მდე მიღება;
10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 61%-დან და მეტის მიღება,ახლა კი 10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 60%-დან ზევით მიღება.