Baby Bag

სამოქალაქო განათლების ტრენინგზე, რომელსაც მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციური ტრენერები ატარებენ, რეგისტრაცია მალე დასრულდება!

სამოქალაქო განათლების ტრენინგზე, რომელსაც მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციური ტრენერები ატარებენ, რეგისტრაცია მალე დასრულდება!

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს, გაიარონ ონლაინ ტრენინგები მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან. ცენტრის ცნობით, ეს იქნება გამოცდის წინ მოსამზადებელი კურსები, რომლებიც დაიწყება 29 მაისიდან და დასრულდება გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე. 

„ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გარანტირებულად ჩააბარებენ გამოცდას და მიიღებენ მათთვის სასურველ შედეგს. ტრენინგის დროს ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო თეორიული მასალითა და სავარჯიშოებით,“ - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ცენტრში. 

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე:

  • დაწყებითი კომბინირებული კურსი 48 საათი - 140 ლარი
  • ტექსტის გააზრების ტრენინგი 9 საათი - 60 ლარი
  • ესეს წერის ტრენინგი 9 საათი - 60 ლარი
  • მათემატიკა I-VI 32 საათი - 135 ლარი
  • მათემატიკა VII-XII 32 საათი - 150 ლარი
  • სამოქალაქო განათლება 42 საათი - 170 ლარი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ​ბმულს

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ​ფეისბუქგვერდს  ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს, - ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს ​გადადგა.

წაიკითხეთ სრულად