„ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს.
მისივე თქმით,
„ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა დავიცვათ. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, მასწავლებლის სახლი ვერ გადაუწყვეტს ამა თუ იმ სკოლას საშინაო საკითხს. ჩვენ სკოლებს უნდა დავეხმაროთ მეთოდოლოგიურად, დანარჩენი თვითონ უნდა ისწავლონ. დირექტორმა და მასწავლებელმა ერთად უნდა მოილაპარაკონ მსგავს თემებზე. ნუ ველოდებით, რომ სახელმწიფო გადაგვიწყვეტს, რომელიმე კონკრეტულ სკოლაში დირექტორს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობას. ამას განათლების სამინისტრო ვერ მოაგვარებს. მშობელმა უნდა მოსთხოვოს მასწავლებელს, დაუსვას მას კითხვა - რატომ სჭირდება მის შვილს დამატებით მომზადება. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ერთმანეთთან თანაცხოვრება. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალ ანაზღაურებს, მშობლებმა კი უნდა მოსთხოვონ მასწავლებლებს, თავიანთ შვილებს შესაბამისი განათლება მისცენ. ეს გამოცდაც და კატეგორიებიც ხომ იმის დადასტურებაა, რომ მასწავლებელი უფრო მეტად ზრუნავს მოსწავლებზე, უფრო მეტი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს. ჩვენ მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა და ინტერესები უნდა დავიცვათ. შეიძლება მენტორზე უკეთესს გაკვეთილს პრაქტიკოსი ატარებდეს, მაგრამ ეს არის გამონაკლისები,“ - განაცხადა მ
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“