აუცილებელია თუ არა დაწყვილებული სამოდელო გაკვეთილის შეწყვეტა დასვენების დროს, თუ შეიძლება მოსწავლეები არ დავასვენოთ და ისე გადავაბათ ორი გაკვეთილი?
აღნიშნული კითხვით Yts.ge მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა.
როგორც მასწავლებლის სახლში აღნიშნეს, დაწყვილებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეების დასვენება აუცილებელია.
„დაწყვილებული გაკვეთილის დასვენების გარეშე, გადაბმულად ჩატარება პროცედურულად არ არის გამართლებული. მოსწავლეები აუცილებლად უნდა დავასვენოთ.“