Baby Bag

ნაეკის ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდების შესახებ

ნაეკის ინფორმაცია მასწავლებელთა გამოცდების შესახებ

გამომდინარე იქიდან, რომ ​MomsEdu.ge-ს უამრავი მასწავლებელი უკავშირდება მასწავლებელთა გამოცდების თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ უახლეს ინფორმაციას, რასაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. 

,,​დეტალური ინფორმაცია მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებასთან დაკავშირებით უახლოესი დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება ჩვენს ვებ და ფეისბუქ გვერდებზე,'' - აღნიშნავენ ნაეკში. 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სან​დო წყარო“

თუ მასწავლებელთა გამოცდას აბარებთ...
თუ მასწავლებელთა გამოცდას აბარებთ, გადახედეთ პროგრამებს:პროფესიული უნარებიქართული ენა და ლიტერატურაქართული, როგორც მეორე ენადაწყებითი საფეხურის პედაგოგები (I-IV)ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)მა...
2020 წლის მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა დ...
შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის ინფორმაციით, ​2020 წლის საგნის გამოცდაზე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე მაქსიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად