,,დეტალური ინფორმაცია მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებასთან დაკავშირებით უახლოესი დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება ჩვენს ვებ და ფეისბუქ გვერდებზე,'' - აღნიშულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.
სანამ გამოცდების შესახებ დეტალური ინფოროცია გახდება ცნობილი, გაეცანით 2020 წლის საგნის გამოცდაზე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე ტესტის შეფასების ზოგად კრიტერიუმებს.
საქართველოს ყველა რაიონში ტექნოლოგიების ექსპერტები სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს.
საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.