„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
,,საბოლოოდ, თითქოს ცოდნის შედეგს აფასებ, მაგრამ პროცესს უნდა აფასებდე. პროცესი ფასობს, ის თუ რას აკეთებს, რამდენად მონდომებულია ბავშვი''
როგორ აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ ნიჭი ბავშვებში - თემაზე პედაგოგი რუსუდან აბრამიძემ პირველი არხის გადაცემა ,,დღის კოდში'' ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმძღვანელოები რომ შედგება, უნდა გათვალონ ყველა კატეგორიის ბავშვზე, უნდა იყოს გათვლილი ბავშვზე, რომელიც საშუალო შესაძლებლობისაა და ბავშვზე, რომელიც ძალიან ნიჭიერია:
,,სასწავლო პროცესი უინტერესო ხდება ძალიან ნიჭიერი ბავშვისთვის, თუ მას რამე განსხვავებული არ შესთავაზე. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ბავშვი, რომელსაც ეს განსაკუთრებული ნიჭი, ამ კონკრეტულ საგანში არა აქვს, არ დაიჩაგროს. რაც მოეთხოვება იუპიტერს, ის არ მოეთხივება ხარს, ეს ყველგან მუშაობს. ვიღაცას მაღალ ნიშანს უწერ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებაში, მაგრამ ვიღაცას იმავე ნიშანს უწერ კიდევ უფრო სხვაში - ამას უკვე ინტუიციურად ატყობ მასწავლებელი. საბოლოოდ, თითქოს ცოდნის შედეგს აფასებ, მაგრამ პროცესს უნდა აფასებდე. პროცესი ფასობს, ის თუ რას აკეთებს, რამდენად მონდომებულია ბავშვი. ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი შეიძლება, იყოს შეფასებული უმაღლესი ქულით? აბა დავფიქრდეთ, ალბათ, არა,'' - აღნიშნა რუსუდან აბრამიძემ.