განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით,
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ორი ნაწილისაგან
1. პირველი ნაწილი ზოგადია (II, III, V და VI თავები), რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის (II და III თავები უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის), ასევე, სპეციალური მასწავლებლისთვის (V და VI თავები უფროსი სპეციალური და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის) და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:
ა) სასწავლო პროცესი;
ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.
2. სტანდარტის მეორე ნაწილში (IV თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის, ასევე, (VII თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის, ხოლო თანდართულ შესაბამის ცხრილ(ებ)ში მოცემულია კონკრეტული სტატუსის მქონე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობები შესაბამის კომპეტენციებთან ერთად.
3. პირველი ნაწილის თითოეულ მიმართულებაში გამოყოფილია ქვეპუნქტები, რომელთათვისაც განსაზღვრულია შესრულების ინდიკატორები, რაც გამჭვირვალეს ხდის მოთხოვნებს მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ.
იხილეთ მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“