Baby Bag

როგორ შევქმნათ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა - იხილეთ მაგალითი

როგორ შევქმნათ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა - იხილეთ მაგალითი

გთავაზობთ გეოგრაფიის მასწავლებლის, თინათინ ოსიაშვილის მიერ შედგენილ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმას. 

იხილეთ სამოდელო გაკვეთილის გეგმა ამ ​​ბმულზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მასწავლებლები ყოველ ორ კვირაში დაიტესტებიან

სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მასწავლებლები ყოველ ორ კვირაში დაიტესტებიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მასწავლებლები ყოველ ორ კვირაში დაიტესტებიან. 

„სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, პროფესიულ სასწავლებლებშიც და უნივერსიტეტებშიც სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს საკითხი იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული“, - ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები პირველი თებერვლიდან გაიხსნება, ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში - პირველი მარტიდან.

წაიკითხეთ სრულად