Baby Bag

​როდის გამოქვეყნდება მასწავლებლობის მსურველთა შედეგები?

​როდის გამოქვეყნდება მასწავლებლობის მსურველთა შედეგები?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნის გამოცდის შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის განმავლობაში დაიწყება.

მათივი ცნობით, ტესტის სწორი პასუხები და შეფასების სქემებიც ამ დროისთვის გასაჯაროვდება. 

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. წელს საგნობრივ გამოცდაზე 12 000-მდე პირი იყო დარეგისტრირებული, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდემდე აქვთ სკოლებს მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების eSchool-ში განთავსების ვადა

როდემდე აქვთ სკოლებს მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების eSchool-ში განთავსების ვადა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების ან/და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 9 აგვისტოს ჩათვლითაა.

წაიკითხეთ სრულად