Baby Bag

ტრენინგები, რომლის დახმარებითაც მაძიებლებმა 10 კრედიტი მოიპოვეს!

ტრენინგები, რომლის დახმარებითაც მაძიებლებმა 10 კრედიტი მოიპოვეს!
როგორც ცნობილია, პედაგოგები მაძიებლის სტატუსით გამოცდაზე 2020 წლის ივლისში გავიდნენ. თითქმის 12 000 პედაგოგს კომპეტენციის დასადასტურებლად 10 კრედიტ-ქულა, ანუ გამოცდის საერთო ქულის 60%-ზე მეტი უნდა აეღო. საკმაოდ რთულია გამოცდაზე ასეთი ქულის დაფიქსირება.

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დააფიქსირა! ტრენინგ-ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს, ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10-კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს.

„ტრენინგები ძალიან გვეხმარება გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ, გამოცდის დაწერის მეთოდიკა“ - აცხადებენ ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები.

მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ტრენინგები საგამოცდო საკითხებზე მასწავლებლის სახლის ტრენერებთან:

„მასწავლებლებს, რომლებიც შემოდგომაზე გადიან გამოცდაზე, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ტრენინგებიგაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს, გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებს ამ გამოცდას. კურსის გავლის შემდეგ, მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცემათ,“ - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

კურსის დასაწყისში პედაგოგებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ. 


რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე:

  • დაწყებითი კომბინირებული კურსი: (ქართული, მათემატიკა, ბუნება, აკადემიური უნარები)
კურსის ხანგრძლივობაა 48 საათი (2 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, თითო სესიის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით- 200 ლარი, ონლაინ- 150 ლარი;

  • მათემატიკა I-VI : (მათემატიკა, აკადემიური უნარები)
კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 200 ლარი, ონლაინ -150 ლარი;

  • მათემატიკა VII-XII: (მათემატიკა, უმაღლესი მათემატიკა - კალკულუსი, ანალიზური გეომეტრია, კომპლექსური ცვლადები, წრფივი დაპროგრამების ამოცანა და ა.შ.)
კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 200 ლარი, ონლაინ -150 ლარი;

  • აკადემიური უნარები: (ანალიტიკური წერა, ტექსტის გააზრება)
კურსის ხანგრძლივობაა 18 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 150 ლარი, ონლაინ - 120 ლარი;

  • პროფესიული უნარები:
კურსის ხანგრძლივობა 24 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით 200 ლარი, ონლაინ - 150 ლარი.
რეგისტრაცია სრულდება 25 აგვისტოს. ტრენინგები დაიწყება 27 აგვისტოდან.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ​ბმულს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.


R.


შეიძლება დაინტერესდეთ

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ - მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ - მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ აქტიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა. იგი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, ამ ეტაპზე დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებითი საფეხურის 810 მასწავლებელი უკვე გადამზადდა და წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 800-მდე პედაგოგის გადამზადება. პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს.

პროგრამის განხორციელების შედეგად, სახელმძღვანელოს გამოყენებით, პედაგოგების შესაძლებლობები გაძლიერდება, ხოლო მოსწავლეები ბაზისურ ცოდნას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

წაიკითხეთ სრულად