შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდაში მონაწილე მასწავლებლობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 2020 წლის ტესტის 38-ე დავალების მესამე პუნქტის შეფასების სქემაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც ყველა გამოსაცდელს ამ პუნქტში ექნება შეფასება 1 ქულა.
ცვლილება დღეს, 21 აგვისტოს, 12:00 საათიდან აისახება სისტემაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს ხელახლა გადაამოწმონ შედეგები ვებგვერდზე: online.naec.ge.
საქართველოს ყველა რაიონში ტექნოლოგიების ექსპერტები სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს.
საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.