„ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ“ - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა
„ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ“, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
როგორც იგი წერს, „გურული დღიურების ფონდს“ პირველი ხანდაზმული სტიპენდიატი ჰყავს:
„ჩემი ისტორიის მასწავლებელი, შესანიშნავი პროფესიონალი ნათელა სურგულაძე პენსიაზე გავიდა - ის ჩვენი პირველი ხანდაზმული სტიპენდიატი იქნება და ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ,“ - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.