უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტისათვის განსაზღვრული იქნება მინიმალური კომპეტენციის ორი ზღვარი - წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსების შესაბამისად. მინიმალური კომპეტენციის ზღვრები განისაზღვრება საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურის საშუალებით. საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება:
არჩევითპასუხებიანი;
შესაბამისობის;
ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ.);
კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი;
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
საგამოცდო ტესტთან და პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე.