„მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია და დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, დეტალური ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
როგორც სოფო გორგოძემ აღნიშნა, თარიღის გადაწევის მიზეზი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეებია:
„მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაციის გადაწევის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი სქემაში ცვლილებებს გეგმავს. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს.“