Baby Bag

ბერიკა შუკაკიძემ 9 სპეცმასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ 9 სპეცმასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგის მონაწილე სპეცმასწავლებლები დაჯილდოვდნენ. 9 სპეცმასწავლებელს ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ სერტიფიკატები გადასცა.

2017-2018 წლებში მასწავლებლებმა უსინათლო და მცირემხედველთა მობილობა-ორიენტაციაში 50 საათიანი სასერტიფიკატო და პრაქტიკული კურსები გაიარეს, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ როგორც უსინათლოთა საჭიროების მიმართულებით სკოლებში, ასევე ზრდასრულ უსინათლოებთან მათი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების გაზრდის მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მარიანი" სპეცმასწავლებლებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები და სხვა საჩუქრები გადასცა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

Microsoft Team-ში მუშაობის ვიდეოინსტრუქციები

Microsoft Team-ში მუშაობის ვიდეოინსტრუქციები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო Microsoft Team-ში მუშაობის ვიდეოინსტრუქციებს აქვეყნებს.

ინსტრუქციები იხილეთ ​ბმულზე

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 
წაიკითხეთ სრულად