Baby Bag

​ესეს წერისა და ტექსტის გააზრების ტრენინგებზე, რომლებიც გამოცდის აკადემიურ ნაწილში 18 ქულის მოპოვებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია სრულდება 8 ოქტომბერს 22:00 საათზე!

​ესეს წერისა და ტექსტის გააზრების ტრენინგებზე, რომლებიც გამოცდის აკადემიურ ნაწილში 18 ქულის მოპოვებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია სრულდება 8 ოქტომბერს 22:00 საათზე!

მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ტრენინგები საგამოცდო საკითხებზე მასწავლებლის სახლის ტრენერებთან. 

გამოცდის უმაღლეს დონეზე ჩაბარება დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ტრენინგების დახმარებით. ტრენინგებს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომლებიც ასწორებენ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებს. ისინი შეგასწავლიან, როგორ უნდა დაწეროთ გამოცდა, რომ უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დაიმსახუროთ.

ტრენინგი პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნით აპლიკანტებმა მიიღეს უმაღლესი შეფასება, რაც 10 კრედიტს ნიშნავს, ამიტომ ის ერთხმად აღიარეს ტრენინგად, რომელიც 10 კრედიტის შესაბამის ცოდნას მოგცემთ და მიღებული ცოდნით გამოცდის მარტივად ჩაბარებას შეძლებთ.
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დააფიქსირა! აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი რაოდენობა 95%-მდე გაიზარდა. ტრენინგ-ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს, ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10-კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს.
„ტრენინგები ძალიან გვეხმარება გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე, ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ გამოცდის დაწერის მეთოდიკა,“ - აცხადებენ ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები.
კურსის დასაწყისში მოგეწოდებათ ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები.
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე:
  • ანალიტიკური წერა:
    კურსის ხანგრძლივობაა 9 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1 საათი - სრული კურსის ღირებულებაა 60 ლარი

  • ტექსტის გააზრება:
    ​კურსის ხანგრძლივობაა 9 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1 საათი - სრული კურსის ღირებულებაა 60 ლარი​
  • ქართული ენა (I-VI) ონლაინ:
    ხანგრძლივობა 24 საათი (1,5 თვე), მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 2-საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა 150 ლარი
  • ბუნებისმეტყველება (I-VI) ონლაინ :
    ხანგრძლივობა 24 საათი (1,5 თვე), მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 2-საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა 150 ლარი

რეგისტრაცია სრულდება 8 ოქტომბერს, 22:00 საათზე. ტრენინგები დაიწყება 9 ოქტომბრიდან.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ​ბმულს
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ​ფეის​ბუქგვერდს და ​ჯგუფს ან დარეკეთ ნომერზე 592477277

​R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19 ბავშვებში ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში,“ - ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

​​ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბავშვებში კოვიდ-19-ის გავრცელების სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსი პატარებში ისევე ვრცელდება, როგორც დიდებში:

„თავიდან იყო მოსაზრება, რომ კოვიდ - 19 ბავშვებში ნაკლებად ვრცელდება, თუმცა ეს არ დადასტურდა. ეს დაავადება ბავშვებშიც ვრცელდება ისევე, როგორც ზრდასრულებში. ბავშვებს​ კოვიდ-19 ნამდვილად მსუბუქად გადააქვთ. ამას ჩვენი და მსოფლიო პრაქტიკაც გვიჩვენებს. საბედნიეროდ, ბავშვებში ბევრად ნაკლები გართულებაა, ვიდრე მოზრდილებში. კარგია, რომ ბევრი მძიმე პაციენტი ბავშვი არ გვყავს. არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ თითქოს ბავშვები ნაკლებად გადამდები არიან, მაგრამ ეს პირობითია, იმიტომ, რომ ბავშვებიც გადამდები არიან. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც ბავშვი სკოლიდან დაინფიცირდა და შემდეგ დაავადება გადასდო ოჯახის წევრებს. კი, ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდი, მაგრამ მათ ოჯახში ჰყავთ დედა, მამა, ბებია. მათთან შეიძლება დაავადება წავიდეს მძიმედ.“

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ბავშვებთან სოციალური დისტანციის წესების დაცვა ძალიან რთულია:

„ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში ​პირბადე რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს აქვს რაიმე თანდართული და ფონური დაავადება, რომელიც კრძალავს პირბადის გამოყენებას, მან პირბადე არ უნდა ატაროს. ბავშვებთან რთულია დისტანციის დაცვა. სკოლებსა და ბაღებში, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს ძალიან რთულად კონტროლდება. თეორიულად ამის გაკეთება ადვილია, მაგრამ პრაქტიკაში, როდესაც 25-30 ბავშვთან გვაქვს საქმე, ამის გაკონტროლება ძალიან რთულია.“

​სკოლები ასოცირდება მობილობის გაზრდასთან. თითოეულ სკოლაში რამდენიმე ასეული ადამიანია. სკოლაში არ არიან მხოლოდ ბავშვები, იქ არიან მასწავლებლები, არის პერსონალი. სკოლების გაჩერება ამ ეტაპზე იმით არის გამოწვეული, რომ მობილობის შემცირება მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ ახლა ვიმყოფებით პიკურ ეტაპზე. დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვაქვს. ჩვენი ყველას ვალია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერება. თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგ შეზღუდვები და ბოლომდე სწავლების დაგეგმვა გაჭირდება. სჯობს დროული, სწრაფი და ეფექტიანი შეზღუდვები იყოს, რომ სამომავლოდ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდეს,“ - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

წაიკითხეთ სრულად