Baby Bag

„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“ - მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“ - მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!

მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე! თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში.

თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში.

თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას.

იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.

ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის!

წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა - მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 2020

უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა - მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 2020

მასწავლებლობის მსურველთათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებს უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები დაემატა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.




წაიკითხეთ სრულად