- შეგახსენებთ, გაკვეთილის გეგმა უნდა ატვირთოთ ხუთი სამუშაო დღით ადრე. თუ ვადაში ეტევით, გეგმების ატვირთვა რა თქმა უნდა, შაბათ-კვირასაც შეიძლება.
- გაკვეთილის გეგმას ტვირთავთ იმის მიხედვით, როგორი ტიპის გაკვეთილებსაც ატარებთ მოცემულ პერიოდში. თუ დისტანციური სწავლება გიწევთ - დისტანციურისას, თუ საკლასო ოთახში ატარებთ, მაშინ ჩვეულებრივს. შესაბამისად, გაკვეთილი უნდა გაწეროთ იმ დროის მიხედვით, რა ხანგძლივობის გაკვეთილებსაც ატარებთ სკოლაში.
- გეგმები უნდა იყოს pdf ფორმატით. მნიშვნელობა არ აქვს დაასკანერებთ თუ პირდაპირ pdf- ში გადაიყვანთ. ასავე, სავალდებულო არ არის ხელმოწერა.
- მთავარია, იყოს 5 მიმდევრობით ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. შეგიძლიათ ერთ ფაილად ატვირთოთ ხუთივე გეგმა, ან ცალ-ცალკე ფაილად. როგორც მოგიხერხდებათ.
- გაკვეთილის გეგმებს წერთ გაკვეთილის გეგმის ფორმის მიხედვით, მთავარია, ფორმაში მოთხოვნილი კრიტერიუმები შეავსოთ. მნიშვნელობა არ აქვს, შრიფტის ზომას, გვერდების რაოდენებას და ა.შ. მთავარია, მოცულობით იმხელა არ იყოს, ძალიან დიდი (25 მეგაბაიტზე მეტი), რომ სისტემამ ვერ მიიმაგროს. ასევე, სავალდებულო არ არის დანართების მიმაგრება. უბრალოდ აღწერეთ რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. თარიღი თუ გინდათ გაკვეთილის ჩატარების მიუთითეთ, თუ გინდათ ატვირთვის.
- გაკვეთილის ჩატარებისას სახელმძღვანელოს უნდა მიყვეთ თუ არა? შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ სხვა სახელმძღვანელო და ა.შ. მსგავს კითხვებზე პასუხი უნდა ნახოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, გარე დაკვირვების წესი განსხვავებულს არ ითხოვს არაფერს.
- პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილზე უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
(დანართი 36, დანართი 37).