განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის სტატუსის მიენიჭა, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭათ:
1. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თინათინ ბუთხუზს
3. ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა ვაშაკიძეს
4. შპს N1 სკოლის მასწავლებელს - ივანე გოქაძეს
5. ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ნადია დაბრუნდაშვილს
6. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ვართუმაშვილს
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მასწავლებელს - გვანცა აქიმიძეს
8. რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ფორჩხიძეს
9. ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა კურტანიძეს
10. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ანნა შატაკიშვილს
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ლალი დალაქიშვილს
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:
1. შპს ქორალის მასწავლებელს - ნათია ფურცელაძეს
2. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელს - იამზე ფანცულაიას.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
რა ბედი ელით პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი:
იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად.
ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.