მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაყუდის საჯარო სკოლის პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს თხოვნით მიმართავენ. წერილში მასწავლებლები სკოლაში არსებულ მძიმე სიტუაციას აღწერენ და მიხეილ ბატიაშვილს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. საგანგებო მიმართვა Moms.ge-ს სკოლამ მიაწოდა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:
„ბატონო მინისტრო, უკვე მეორე წელია, სკოლაში არის უკიდურესად დაძაბული კონფლიქტური სიტუაცია. ჩვენ გასული წლის მაისში დავწერეთ წერილი თქვენს სახელზე, ჩვენს სკოლაში მოსული იყვნენ აუდიტის სამსახურიდან და ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ველოდებით დასკვნას. ასევე, ამ პროცესში კარგად არის გარკვეული ადგილობრივი რესურსცენტრი. სკოლაში არ ტარდება სამეურვეო საბჭო, არ იკრიბება შეფასების ჯგუფი, დისციპლინური კომიტეტი და პედაგოგიური საბჭო.
სკოლის დირექტორს, გიორგი შანიძეს არ გააჩნია კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ის ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. მას რამდენიმე თვის უკან პოლიციასთან ჰქონდა შემაკავებელი ორდერი ერთ-ერთ მასწავლებელზე.
გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი სატკივარი, გასაჭირი და მოახდინოთ რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე,“ - აღნიშნულია ქვაყუდის საჯაროს სკოლის პედაგოგების მიმართვაში.