მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით
მასწავლებლობის მსურველებმა კომპეტენციის დასადატურებლად გამოცდაზე 60%-ზე მეტი უნდა დააგროვონ, ხოლო პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა მოქმედებს.
როგორც მასწავლებლის სახლში განგვიმარტეს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით იგივეა, რაც 2018 წელს იყო.
პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდაზე მიღებული ქულების შესაბამისად აგროვებენ 1, 4, 7 და 10 კრედიტქულას.
1 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 31%-დან 41%-მდე მიღება;
4 კრედიტისმოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 41%-დან 51%-მდე მიღება;
7 კრედიტისმოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 51%-დან 61%-მდე მიღება;
10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 61%-დან და მეტის მიღება.
პროცენტების გადანაწილება ქულებში საგნების მიხედვით იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: