მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (TPDC), პირველად საქართველოში, პედაგოგებს სთავაზობს ონლაინ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. გამოცდილ ტრენერებსაც სჭირდებათ გადამზადება, რათა ეფექტურად გაუძღვნენ ონლაინ კურსს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო, რომელიც ახალი ონლაინ კურსის ინსტრუქტორების სატრენინგო პროგრამის ნაწილის წარმოადგენს.
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ინიცირებულია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ ვიდეო.