Baby Bag

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ​ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს. 

დოკუმენტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებმა აღნიშნულ პერიოდში უნდა შეაფასონ და წარადგინონ მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს N169/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები, კერძოდ: ის მასწავლებლობის მაძიებლები, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და უფლება მიეცათ აღნიშნული ვალდებულებები შეესრულებინათ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში

რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში

რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში? - აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული გამვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

მათი განმარტებით, მხოლოდ იმ მასწავლებლებს ექნებათ განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დარეგისტრირდება საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდებზე და ვერ დაძლევს მინიმალურ საგნობივ და პროფესიულ კომპეტენციას, ან მოისურვებს 2019 წლის ზაფხულში მიღებული შედეგების გაუმჯობესებას.


წაიკითხეთ სრულად