განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის „განმავითარებელი აქტივობების კრებული“ მოამზადა. კრებული მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.
სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელო ოთხი სხვადასხვა ნაწილისაგან შედგება (კითხვითი, წერითი, თხრობითი და მათემატიკური) და მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ პირებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში დაეხმარება. ამასთანავე, კრებული პედაგოგებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს მისცემს საშუალებას, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს სახლის პირობებში შესთავაზონ მათ ინტერესებზე მორგებული, მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები.