Baby Bag

,,7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შესაძლებელი იქნება შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა'' - Emis

,,7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შესაძლებელი იქნება შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა'' - Emis
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იმ პედაგოგებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს დღემდე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, 7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა: 

,,მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნის შეტანა (მათ შორის შემაჯამებელი წერის) შეუძლია რვა დღის განმავლობაში. იმ პედაგოგებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს დღემდე ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, 7 და 8 მარტს, მხოლოდ ორი დღით, იქნება ჟურნალი გახსნილი და შეეძლებათ შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანა ( საუბარია მხოლოდ ჩანიშნულ შემაჯამებლის ნიშნებზე და არა მიმდინარეზე, მაგ. საკლასო).

იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში დღემდე არ უჩანს რომელიმე მონაცემი (ცხრილი, სია, თარიღი და ა.შ. ) პირველ რიგში გადაამოწმეთ სკოლის ადმინისტრაციასთან, რამდენად სწორად არის შეყვანილი მონაცემები, რომ ზემოთაღნიშნულ ვადებში მოახერხოთ შემაჯამებელი ნიშნების შეტანა, თუ ამის საჭიროება გაქვთ,'' - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შედეგები აჩვენა Microsoft Teams-ის ათდღიანმა სტატისტიკამ?

რა შედეგები აჩვენა Microsoft Teams-ის ათდღიანმა სტატისტიკამ?

Microsoft Teams-ის ათდღიანი სტატისტიკის მიხედვით გამოყენების მაჩვენებელი 9 556 %-ით არის გაზრდილი - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis ავრცელებს. 

20 მარტის მონაცემებით Office 365-ში აქტიური იუზერების რაოდენობა 82 694-ია. პორტალის აქტივობის მაჩვენებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Microsoft Teams-ში მომხარებელთა აქტივობა (ონლაინ შეხვედრები, გაკვეთილები, ჩეთი, მესიჯები და ა.შ.) 9 556 % -ით გაზრდილია.

პროგრამა Teams-ში 78 ათასი ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა, 10 დღის წინ აღნიშნული პროგრამით მხოლოდ 750 აქტიური იუზერი სარგებლობდა. ამ დროის მონაცემებით, პროგრამით სულ 109 352 ადამიანი სარგებლობს.

20 მარტის მონაცემებით, ელ. ფოსტის აქტიური მომხმარებელთა რაოდენობა არის 10 218. ხოლო, წინა კვირას დარეგისტრირდა 7 500 უნიკალური იუზერი.

OneDrive-ში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 7 227 მომხმარებელი. წინა კვირას პროგრამაში იყო 500 იუზერი.

ასევე ნახეთ 👇

სისტემაში და MICROSOFT TEAMS-ში შესვლის დეტალური ვიდეო ინსტრუქციები

ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს მასწავლებელმა MICROSOFT OFFICE 365-ის პროდუქტების მისაღებად

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.


წაიკითხეთ სრულად