Baby Bag

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

​მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, აგრძელებს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას:

როგორც იცით, დაგეგმილია „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. შესაბამისად, ცენტრი იწყებს საქმიანობას აღნიშული დოკუმენტის შექმნის მიზნით. აქვე შეგახსენებთ, რომ „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ გააერთიანებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა“ და მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშრებულ სხვა დოკუმენტებს.

​აღნიშული წესის ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება. სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს:
  • მასწავლებელთა, სკოლის დირექტორთა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას (ფოკუსჯგუფებს, ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში);
  • დაინტერესებული პირების/ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართვას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე;
  • ონლაინშეხვედრებსა და გამოკითხვებს.

​შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემუშავდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ საბოლოო ვერსია.
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს თანამშრომლობისთვის დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს: [email protected].


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სან​დო წყარო“.

ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს მი...
ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს მიმართავს:,,ელექტრონულ ჟურნალში შესვლისთვის გამოიყენეთ მისი ოფიციალური ვებ გვერდი : https://onlinescho...

შეიძლება დაინტერესდეთ

კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება შემოდგომის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება შემოდგომის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე/საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კახა ჯამბურია აწერს ხელს. ტესტის შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვითაა გაწერილი.

გთავაზობთ 2019 წლის შემოდგომაზე საგნის გამოცდაზე/საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ორგანიზებულ ტესტირებაზე ტესტის შეფასების ზოგად კრიტერიუმებს.

წაიკითხეთ სრულად