აღნიშული წესის ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება. სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს:
- მასწავლებელთა, სკოლის დირექტორთა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას (ფოკუსჯგუფებს, ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში);
- დაინტერესებული პირების/ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართვას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე;
- ონლაინშეხვედრებსა და გამოკითხვებს.
შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემუშავდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ საბოლოო ვერსია.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.