მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Teams პლატფორმაზე და მისი მიზანია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა, არსებული გამოწვევების გააზრება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. მასწავლებელთა უკუკავშირი და მოსაზრებების გაცვლა.
როგორც მასწავლების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებული მასწავლებლები.
შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საკონტაქტო საათი და მასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ტრენინგს აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგზე „Google Earth-ის (გუგლ დედამიწის) გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა“ რეგისტრაციას აცხადებს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრენინგი განკუთვნილია ყველა კატეგორიის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის.
ტრენინგზე დასწრების წინაპირობაა:
მონაწილეს უნდა ქონდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები:
არ უნდა ქონდეს გავლილი აღნიშნული ტერნინგკურსი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საკონტაქტო საათი. (ტრენინგი ტარდება ორი დღის განმავლობაში, შემდეგი სქემით: 4 - 4 სთ.)
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეს მიენიჭება 0,5 კრედიტი.
რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.