მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Teams პლატფორმაზე და მისი მიზანია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა, არსებული გამოწვევების გააზრება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. მასწავლებელთა უკუკავშირი და მოსაზრებების გაცვლა.
როგორც მასწავლების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებული მასწავლებლები.
შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საკონტაქტო საათი და მასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს“
„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
მან პედაგოგებს დისტანციური სწავლების პროექტში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროექტ „ტელესკოლაზე“, ასევე გამოყო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.
„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს. ახლა, ამ მომენტში ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობს ამ პროცესში, იღებს ყოველდღიურად განათლებას. პროექტი მიმდინარეობს უწყვეტად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა მასწავლებელს მადლობა გადავუხადო.
ასევე, კარგი და წარმატებული ინიციატივა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც ბევრ მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, იყოს პროცესში ჩართული და განათლების პროცესი არ შეწყდეს. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ინიციატივა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, სადაც ასევე განათლების მიწოდების პროცესი ამ პროექტის შედეგად შენარჩუნდა და ხელმისაწვდომი დარჩა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.