მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Teams პლატფორმაზე და მისი მიზანია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გაცნობა, არსებული გამოწვევების გააზრება და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. მასწავლებელთა უკუკავშირი და მოსაზრებების გაცვლა.
როგორც მასწავლების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებული მასწავლებლები.
შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 2 საკონტაქტო საათი და მასზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 აპრილი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
როდის დაიწყება 2020 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია
2020 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია თვის ბოლომდე დაიწყება, ამ ეტაპზე თარიღი დაზუსტებული არ არის, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.
რაც შეეხება გამოცდების ფორმატს, როგორც ცენტრში აღნიშნავენ, გამოცდების ფორმატი არ შეცვლილა.
„წინა სქემის მიხედვით, თუ მასწავლებელი ერთი და იმავე საგანში ორჯერ გავიდოდა გამოცდაზე, ადრინდელი შედეგი უქმდებოდა. ახალი რეგულაციით, თუ მასწავლებელმა მეორედ ჩააბარა გამოცდა, წინა გამოცდის ქულა არ დაეკარგება. პედაგოგს არჩევანის საშუალება მივეცით, რომელ გამოცდაზეც უკეთესი შედეგი ექნება, ის დარჩება“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.