Baby Bag

​მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი მასწავლებლები ერთსა და იმავე ტესტს აბარებენ და თუ განსხვავდება რამით მათი გამოცდა ერთმანეთისაგან?

​მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი მასწავლებლები ერთსა და იმავე ტესტს აბარებენ და თუ განსხვავდება რამით მათი გამოცდა ერთმანეთისაგან?

მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი მასწავლებლები ერთსა და იმავე ტესტს აბარებენ და თუ განსხვავდება რამით მათი გამოცდა ერთმანეთისაგან? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.

ცენტრის წარმომადგენლების თქმითპრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგების ტესტი იდენტურია. ისინი ერთად და ერთსა და იმავე დღეს გადიან ტესტირებაზე. მათი განაწილება საგამოცდო ცენტრებსა და სექტორებში ხდება შემთხვევითობის პრინციპით.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლები​ს სანდო წყარო“.

​მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა...
​მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია მათთვის, ვისაც სკოლაში მუშაობის დაწყება სურს

ინფორმაცია მათთვის, ვისაც სკოლაში მუშაობის დაწყება სურს

მათ, ვისაც სკოლაში მუშაობის დაწყება სურს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვაკანსიებს სთავაზობს. ვაკანსიები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა.

ვაკანსიების სანახავად იხილეთ ბმული - ​ვაკანსიები.​

როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით?

ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია. მათ შორის სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია.

წაიკითხეთ სრულად