Baby Bag

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება 2021 - გამოყენებული ტესტები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება 2021 - გამოყენებული ტესტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს. 

















ინგლისური ენა - ვარიანტი I
​​შეგახსენებთ, რომ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლებ​ლების ჯგუფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე ზღვარი როგორია?

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე ზღვარი როგორია?
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე ზღვარი როგორია? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.

ცენტრის წარმომადგენლების თქმით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი. პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები.

წაიკითხეთ სრულად