Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

გა­აგ­რ­ძე­ლებს თუ არა მასწავლებლის სახლი ტრა­დი­ცი­ულ ტრე­ნინ­გებს, თუ ამა­საც „მასწავლებლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს?

გა­აგ­რ­ძე­ლებს თუ არა მასწავლებლის სახლი ტრა­დი­ცი­ულ ტრე­ნინ­გებს, თუ ამა­საც „მასწავლებლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს?

გა­აგ­რ­ძე­ლებს თუ არა მასწავლებლის სახლი ტრა­დი­ცი­ულ ტრე­ნინ­გებს, თუ ამა­საც „მასწავლებლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს?  - აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა ​„ახალი განათლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უპასუხა. 

მისი თქმით, „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ტრადიციულ ტრე­ნინ­გებს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს:

„სა­მო­მავ­ლოდ ცენტრს აქვს სი­ახ­ლე, რაც გუ­ლის­ხ­მობს სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­მოყ­ვა­ნას მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, შე­სა­ბა­მი­სი წე­სი ერ­თი კვი­რაა რაც დამ­ტ­კიც­და, ამ სი­ახ­ლე­ზე მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. ამ ეტაპ­ზე კი, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ ტრე­ნინ­გებს ვთა­ვა­ზობთ. ეს ტრე­ნინ­გე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და, ბუ­ნებ­რი­ვია, ნო­ემ­ბ­რის გა­მოც­დე­ბამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნი­მე მო­დულ­ზე გა­მოცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს ტრე­ნინ­გი, რო­მელ­საც ასე­ვე გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ. „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ამ ტრე­ნინ­გებს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს - მიმ­დი­ნა­რე ტრე­ნინ­გე­ბის მი­ზა­ნი გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა და მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა, ხო­ლო სკო­ლის მი­ზა­ნი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სით მომ­ზა­დე­ბაა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სწავ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ, ანუ ამ პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რი­აც,“ - აღნიშნა მანანა რატიანმა. 

წაიკითხეთ სრულად