Baby Bag

სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს

სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს

სავალდებულო ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა უახლოეს მომავალში ვაქცინაციის საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს:

,,მე პირადად, მივემხრობი იმ ჯგუფების გაქცინაციას, რომლებიც არიან 60 წელს ზემოთ. ისინი არიან რისკის ჯგუფში და არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მასწავლებელი, ექიმი, თუ რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანი. როგორც სავალდებულობაზე, ასევე ასაკობრივ ჯგუფებზე მიმდინარეობს მსჯელობა. შეიკრიბება ვაქცინაციის საბჭო, დამატებით იმსჯელებს ამ თემაზე. ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის,'' - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ნახეთ ვიდეო 

​წყარო

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლე​ბლების ჯგუფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თვემდე ასაკის ბავშვი ბრიტანული „ალფა“ შტამით იყო ინფიცირებული და ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად.

„სამწუხაროდ, კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ინფიცირებული იყო „ალფა“ ბრიტანული შტამით, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო სამედიცინო პერსონალი, არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ ქვეყნის სამედიცინო ბორდი, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. კლინიკაში პაციენტი შემოვიდა ხუთი დღის ასაკში. მალევე მოხდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ჩამოყალიბება, მოხდა გადაყვანა მართვით სუნთქვაზე. საკმაოდ ხისტი პარამეტრებით, ძნელად ემორჩილებოდა მკურნალობას“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

წაიკითხეთ სრულად