Baby Bag

„ბოლო შანსი“ ამოიწურა - რა ელით მასწავლებლებს, რომლებმაც კომპეტენცია ვერ დაადასტურეს?“

„ბოლო შანსი“ ამოიწურა - რა ელით მასწავლებლებს, რომლებმაც კომპეტენცია ვერ დაადასტურეს?“
„როცა პროფესიულ განვითარებას წყვეტს მასწავლებელი, ის სისტემაში აღარ უნდა რჩებოდეს“... თეორიული შანსიც მინიმალურია, რომ მასწავლებელმა, რომელმაც 2010 წლიდან ვერ დაადასტურა კომპეტენცია, ერთ წელიწადში მოახერხოს, თუმცა სისტემა მათთვის კარს არ ხურავს და ეს სწორია“... - ამის შესახებ განათლების საკითხების სპეციალისტმა მანანა რატიანმა ისაუბრა.

ვინ ჩაანაცვლებს ჩაჭრილ მასწავლებლებს??

შეიქმნება თუ არა კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტი?!

ნახეთ ვიდეო 

შეიძლება დაინტერესდეთ

საპენსიო ასაკის ასობით პედაგოგი მასწავლებლის ჯილდოს მიღების სანაცვლოდ, პროფესიას ტოვებს

საპენსიო ასაკის ასობით პედაგოგი მასწავლებლის ჯილდოს მიღების სანაცვლოდ, პროფესიას ტოვებს

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც მან განაცხადა, საპენსიო ასაკის ასობით პრაქტიკოს მასწავლებელს სურს, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმება და ფულადი ჯილდოს მიღება. 

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ. 

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა ითხოვა. სამწუხაროდ, სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას. ​რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდიდან, სადაც დევს მარტივი განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს. შემდეგ ჩვენ მივიღებთ ამ ფორმას ჩვენ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, სოფო გორგოძემ აღნიშნა, რომ მასწავლებლის ჯილდოზე რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება. ჯილდოზე დარეგისტრირების შესახებ მასწავლებელმა სკოლას და რესურცენტრს უნდა მიმართოს.

წაიკითხეთ სრულად