Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ტრენინგს აცხადებს

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ტრენინგს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ​ტრენინგზე „Google Earth-ის (გუგლ დედამიწის) გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა“ რეგისტრაციას აცხადებს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრენინგი განკუთვნილია ყველა კატეგორიის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის.

ტრენინგზე დასწრების წინაპირობაა:

  1. მონაწილეს უნდა ქონდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები:
  2. არ უნდა ქონდეს გავლილი აღნიშნული ტერნინგკურსი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საკონტაქტო საათი. (ტრენინგი ტარდება ორი დღის განმავლობაში, შემდეგი სქემით: 4 - 4 სთ.)

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეს მიენიჭება 0,5 კრედიტი.

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ​ბმულს.

ასევე დაგაინტერესებთ:

​განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს​

​მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება

რას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელი“ - დეტალები

​როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია

წაიკითხეთ სრულად