Baby Bag

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახი და ოჯახური აღზრდა ადამიანის სოციალიზაციის მიკროფაქტორთა სიაში უპირველესია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მომავალი თაობის სოციალიზაციის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია, სადაც ხდება მოზარდი თაობის ჩამოყალიბება.

ოჯახი ვალდებულია, ბავშვს მთელი ცხოვრების გზაზე „სამყოფი“ აღზრდა მისცეს. ოჯახის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. სკოლამდე მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება, თუმცა სკოლის პერიოდში და შემდგომაც ეს ფუნქცია სრულიადაც არ კნინდება, პირიქით, კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე პირველი და უმთავრესი სკოლაა. ცხადია ყველა მშობლის სურვილია, აღვზარდოთ ჯანსაღი შვილები-ჯანსაღი სხეულით, ჯანსაღი ფსიქიკით და ჯანსაღი ურთიერთობებით, რაც დღეისდღეობით საკმაოდ გართულებულია, თუმცა მშობლებს ვურჩევდი, სერიოზულად მოეკიდონ შვილების აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით, აჩვენონ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, წაახალისონ, ხაზი გაუსვან იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის, ასწავლონ ბავშვს ზრუნვა, ზრუნვა მშობლებსა და ერთმანეთზე, ასწავლონ თანაგრძნობა, დაეხმარონ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი, შეეცადონ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად. თუ ადრეული ასაკიდან დავაკისრებთ მისი უნარების შესაბამის მოვალეობებს, ამით საკუთარი ძალების რწმენასაც განუმტკიცებთ და ხელს შევუწყობთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია ეცადონ, ხშირად აგრძნობინონ შვილს, რომ უყვართ და პატივს სცემენ მის პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი აღზრდისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები დაეხმარება მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვება ბავშვის არასწორი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძველია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვებული ბავშვი მარტივად ექცევა სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ, ეს გავლენა კი შეიძლება დადებითიც იყოს და უფრო მეტ შემთხვევაში უარყოფითიც.

ოჯახის როლის მნიშვნელობაში ისიც კი გვარწმუნებს, რომ მისი როლის უგულებელყოფა თვით სპარტის დესპოტურმა სკოლამაც კი ვერ შეძლო. დიახ, სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. მგრძნობიარე და სხვების პატივისმცემელი ადამიანი მხოლოდ ჰარმონიულ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ოჯახურ გარემოში შეიძლება აღიზარდოს. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. ასეთ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: დღევანდელი თანამედროვე ოჯახი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ფსიქოლოგიური გადატვირთვა გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ხშირად არიან გაღიზიანებული, დაღლილი და ზოგჯერ უარყოფითი ემოციების მსხვერპლნი არიან ბავშვები. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.

აგრეთვე, დედ-მამას შორის ურთიერთობა და მათი ზნეობრივი დონე ისეთი ფაქტია, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს მოზარდის ჩამოყალიბებაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თავიანთი საქციელით ბავშვის გონებაში ტოვებენ კვალს, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანები, მატყუარები, მოზარდის ცნობიერებიდან ამ კვალის ამოშლა ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელიც კი. ამის გამო მშობელი ვალდებულია, იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულთან ერთად ბავშვს კარგი ადამიანობის მაგალითიც უჩვენოს, რადგან მშობელი შვილისთვის გარკვეულ ასაკამდე ავტორიტეტია და ბაძავს მის ყველა ქმედებას, ასე რომ, თავად მშობელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი შვილის ცხოვრებაში, იგი გმირი იქნება თუ ანტაგონისტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციო-ვოლიტური განვითარება, ოჯახური აღზრდაც სწორედ ამ ყველაფერს უნდა შევუფარდოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ასაკის შემთხვევაში ბავშვის/მოზარდის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები. აქ კი უკვე მშობლის განათლების მნიშვნელობა იწევს წინა პლანზე, რადგანაც ხშირად მშობლებს არ ესმით მათი შვილის ქცევის მიზეზი, ამისი პასუხი კი მარტივია - მისი ასაკობრივი თავისებურებები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ და არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში მისი ლუმპენობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნული საკითხები ოჯახისა და ოჯახური აღზრდის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და ეს საკითხი ამოუწურავია. მე შევეხე ყველაზე საინტერესო რამდენიმე საკითხს და ვეცადე წარმომედგინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შევეცადე წარმომედგინა ოჯახის უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის მომავალი სოციალური განვითარების კუთხით. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს საუკეთესო და სახიფათო გარემო ბავშვის სოციალიზაციის პროცესში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს საკუთარ შვილთან ურთიერთობის პროცესში.

ავტორი: ლიკა ბაბლუანი

შეიძლება დაინტერესდეთ

გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების კომპონენტებზე ორიენტირებული პედაგოგი ვარ და წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც შეეხება კომპლექსურ დავალებას

გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების კომპონენტებზე ორიენტირებული პედაგოგი ვარ და წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც შეეხება კომპლექსურ დავალებას

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ახორციელებს საქმიანობას. პირადად, მე, თეა კელენჯერიძე როგორც კვალითის საჯარო სკოლა ისტორიის მასწავლებელი, გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების კომპონენტებზე ორიენტირებული პედაგოგი ვარ და წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც შეეხება მე-7 კლასში განხორციელებულ კომპლექსურ დავალებას.

სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე სასწავლო ცნებების დაძლევის საკითხებს, გამჭოლი უნარების განვითარებას. ჩემი პრაქტიკის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ გამჭოლი კომპეტენციები განვითარებულია ასაკის შესაბამისად (ანალიზში ჩართული იყო კათედრის წევრებიც).

  • ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეზე ორიენტირებულია , ბავშვები პრაქტიკულად ასრულებენ მათთვის უკვე ძალიან საყვარელ კომპლექსურ დავალებებს.
  • , ,,შექმენი მოთხრობა’’, ,,შექმენი სტატია“ და ა.შ. ცხოვრებისეულ კონტექსტებთან

დაკავშირებული შემოქმედებითი კომპლექსური დავალებები საუკეთესო

ასპარეზს წარმოადგენს მოზარდთა შინაგანი ძალების ზრდა-განვითარებისთვის.

  • ,,მასწავლებელი მეგზურია, ხოლო მოსწავლე – მოგზაური ცოდნისსამყაროში.”
  • იმისათვის, რომ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს მივაღწიო,

მოსწავლეებს განუვითარო გამჭოლი კომპეტენციები,კრიტიკული აზროვნებავგეგმავ კომპლექსური

დავალებებს .კომპლექსური დავალების შესრულების დროს: მოსწავლეაქტიურია, ჩართულია ძიებაში, შემოქმედებით პროცესში, წინარე ცოდნაზედაყრდნობით ახდენს ახალი ცოდნის კონსტრუირებას,რაც უვითარებთ გამჭოლ

  • უნარებს და ღირებულებებს.

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვა;ლითის საჯარო სკოლა მესამეთაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ახორციელებს საქმიანობას. პირადად, როგორც ისტორიის მასწავლებელი, გამჭოლი უნარებისა დაღირებულებების კომპონენტებზე ორიენტირებული პედაგოგი ვარ დაწარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც შეეხება მე-7 კლასში განხორციელებულკომპლექსურ დავალებას. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციესასწავლო ცნებების დაძლევის საკითხებს ,გამჭოლი უნარების განვითარებას.ჩემიპრაქტიკის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ გამჭოლი

კომპეტენციები განვითარებულია ასაკის შესაბამისად

არმოგიდგენთ მე -7 კლასში საგან ისტორიაში განხორციელებულ კომპლექსურ დავალებას.

კომპლექსური დავალება

თემა:პრეისტორია/ქვის ხანა

კომპლექსური დავალების პირობად ავირჩიე წაიკითხეთ მოთხრობა ,,ამბავი პაკო გამომგონებლისა’’, რომლის მთავარი გმირი, თქვენი თანატოლია; გაეცანი დამატებით მასალებს და დაწერეთ ამბავი/მოთხრობა, რომელშიც აღწერილი

იქნება ქვის ხანის ადამიანის ცხოვრება;

ამბავის/მოთხრობის წერისას ხაზგასმით წარმოაჩინე :

  • რა ტიპის წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია ქვის ხანის შესახებ და რატომ
  • შეიძლება იყოს სანდო ეს წყაროები პრეისტორიული პერიოდის
  • შესასწავლად?(წყარო მ.წ 2, 3)
  • რა გავლენას ახდენდა ბუნებრივი გარემო და მოვლენები ქვის ხანის
  • ადამიანზე? (სივრცე მ.წ 1)
  • როგორი იყო პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი, კულტურა,
  • სოციალური ფენები, წარმოდგენები და ინტერესები. (საზოგადოება.მ.წ 1)
  • მოსწავლეებს გავაცანი სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი
  • წარმოდგენები

კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები

  • რა ტიპის წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია ქვის ხანის შესახებ და რატომ შეიძლება იყოს სანდო ეს წყაროები პრესიტორიული პერიოდის შესასწავლად?(წყარომ.წ 2,3)
  • რა გავლენასახდენდა ბუნებრივი გარემო დამოვლენები ქვის ხანის ადამიანზე? (სივრცე მ.წ 1)
  • როგორი იყო პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი, კულტურა, სოციალური ფენები, წარმოდგენები და ინტერესები. (საზოგადოება.მ.წ 1)

კომპლექსური დავალების პირობა ბარტებიტ გავაცანი მსობლებს.

სამიზნე ცნებები

  • წყარო შედეგები: საბაზო საფეხური: 1, 2, 5, 6
  • საზოგადოება შედეგები: საბაზო საფეხური: 7.8.10,11,12
  • სივრცე შედეგები: საბაზო საფეხური: 3, 9

საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები

  • როგორ წარმოვაჩინოთ ამბავში/მოთხრობაში რა ინფორმაციას გვაწვდის
  • არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეული მასალები პალეოლითის ხანის

ადამიანების ყოფაზე და მათი განსახლების არეალზე

ქვეცნებები:

  • პირველყოფილი ადამიანი, გვაროვნული თემი, მატრიარქატი,
  • პატრიარქატი, პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარი; არქეოლოგიური
  • გათხრები, არტეფაქტები;

კოპლექსურ დავალებებზე მუშაობა ორ ეტაპიანია თითოეული ეტაპი

შედგებოდა ნაბიჯებისაგან შესაბამისი აქტივობებით

პირველ ეტაპზე გავაცანი

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა

  • ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?
  • რესურსი/აქტივობა:

მოსწავლეებს ,როგორ უნდა დაეწერათ ამბავი,მივუთითე წაეკითხათ მოთხრობა,მოთხრობები.ვესტუმრეთ სკოლის ბიბლიოთეკას და გავეცანით მოთხრობებს.

წაიკითხეს ამბავი „პაკო გამოგონებლისა’’, მოსწავლეებს დავუსვი ცოდნის კონსტრუირებაზე

ორიენტირებული შეკითხვები,რაც საშუალებას მისცემდა წიგნიერების კომპეტენციის განვითარებას.

  • როგორ დავწეროთ ამბავი“?
  • რა შემთხვევაში გამოგივა ამბავი საინტერესო? უნდა ჰქონდეს თუ არა ამბავს დასაწყისი, განვითარება და დასასრული?
  • როგორ დავწეროთ კარგი ამბავი?
  • რანაბიჯები უნდა გადავდგათ ამბავის /მოთხრობის შესაქმნელად? (იდეის გაჩენა, პერსონაჟის შერჩევა და სხვა..)
  • როგორ გამოვკვეთოთ ამბავის/მოთხრობის ძირითადი მახასიათებლები?
  • II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

მეორე ეტაპზემოსწავლეებს გავაცანი ინტერნეტრესურსები
ლასკოს გამოქვაბული საფრანგეთში;
ალტამირა-ქართული დოკუმენტური ფილმი.
პირველყოფილი საზოგადოება

  • ცოდნის კონსტრუირირებაზე დაკავშირებული კითხვებით, მოსწავლეებმა შეძლეს
  • თუ როგორ გადმოეცათ მითითებული რესურსების გამოყენებით
  • პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი მათ მიერ შექმნილ

ამბავში?მოსწავლეებს განუვითარდათ ციფრული კომპეტენცია

  • ნაბიჯი 2.რა გავლენასახდენდა ბუნებრივი გარემო დამოვლენები ქვის ხანის ადამიანზე? (სივრცე მ.წ 1)
  • რესურსი/აქტივობა:
  • გამოფენა - “ქვის ხანის საქართველო“; =chrome.
  • რუკაზე მუშაობა - ჰომინინების გადაადგილების მარშრუტი;
  • სად არის აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარი და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მან დატოვა ეს ტერიტორია და ახალი საცხოვრებელი გარემოს ძებნა დაიწყო?
  • რუკის დახმარებით ისაუბრე -როგორ მოხვდა ზეზვა და მზიას წინაპარი კავკასიაში;
  • როგორ ახდენდა გავლენას ბუნებრივი გარემო ქვის ხანის ადამიანის ცხოვრებაზე?
  • როგორ უმკლავდება ყოველდღიურ პრობლემებს?
  • როგორ გადმოვცე კომპლექსურ დავალებაში ბუნებრივი გარემოს გავლენა პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელზე?
  • ნაბიჯი 3.როგორი იყო პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი, კულტურა, სოციალური ფენები, წარმოდგენები და ინტერესები?(საზოგადოება მ.წ 1)
  • ანიმაციური ფილმი;
  • შებრუნებული საკლასო ოთახი; მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სახლში ნახონ ძალიან სახალისო ანიმაციური ფილმი და ყურების დროს დროს გააკეთონ მცირე ჩანაწერები.
  • რესურსების გაცნობისშემდეგ მოსწავლეებს დავუსვი ცოდნის კონსტრუირებასთან დაკავშირებული

კითხვები.მოსწავლეებთან გამოვიყენე შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი

და მიუთითე ენახათ ანიმაციური ფილმი პირველყოფილი ადამიანის შესახებ.

დავსვი ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული კითხვები.

  • რა საქმიანობას ეწევა პირველყოფილი ადამიანი?
  • ანიმაციური ფილმის მიხედვით, როგორ მიაგნო პალეოლითის ხანისადამიანმა ცეცხლს?თქვენკიდევ რა ვერსიები იცით-ცეცხლის აღმოჩენის შესახებ?
  • როგორ ნადირობდა პირველყოფილი ადამიანი?
  • როგორ გადმოვცემითითებული რესურსების გამოყენებითპირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი, კულტურა, სოციალური ფენები, წარმოდგენების და ინტერესები ჩემს მიერ შექმნილამბავში?
  • მოსწავლეებმა შექმნეს პროდუქტი ამბავი/მოთხრობა. წიგნებად აკინძეს ნაშრომი. 
  • მოთხრობებში აღწერეს მოგზაურობის თითოეული დღე და თავგადასავალი პრეისტორიულ ეპოქაში
  • მათთვის პირველი დაწერილიმოთხრობა გამომცემლობა ;ნორჩი ისტორიკოსების რედაქტორობით გამოსცეს. მოთხრობები ნახატებით გააფორმეს.ხელით შექმნეს პირველყოფილი საზოგადოები იარაღები,გამოქვაბულები,საკუთარი ფანტაზიები ,წარმოსახვითი პირველყოფილი სამყარო გადმოსცეს ხელით ნაკეთებ მაკეტებში. განუვითარდათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

პრეზენტაციის წარმოდგენისას მოსწავლე ახდენს თვითრეფლექსიას. ისმენს

  • სხვების პრეზენტაციას, აანალიზებს და საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას – მე

რომ თავიდან ვიწყებდე ამის კეთებას, რას შევცვლიდი, რას გავაუმჯობესებდი?

  • კომპლექსური დავალებით მოსწავლე ცოდნის სამივე კატეგორიას გადის.

მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროეცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:

  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
  • აღწერე რა პროდუქტი შექმენი;
  • რა საკითხს შეეხება შენს მიერ მომზადებული დავალება?
  • ახსენი,რისი თქმა გინდოდა მისი საშუალებით?
  • რატომ ფიქრობ, რომ შენს მიერ შექმნილი პროდუქტი კარგი ამბავია ,,ქვის ხანის ადამიანის ‘’ შესახებ?
  • შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენს მიერ შექმნილი კომპლექსური დავალებით და რატომ?
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ანალიზი მოსწავლეების მხრიდან

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა პასუხი,მათ აღნიშნეს ,რომ მათთვის არ აღმოჩნდა ადვილი მოთხრობის დაწერა,თუმცა იყო საინტერესო,მრავალფეროვანი და მათ ეს საკითხი შეისწავლეს სიღრმისეულად

  • აღნიშნული კომპლექსური დავალების შესრულებისას გააქტიურდა კრიტიკული
  • აზროვნება, შემოქმედებითობა წიგნიერება, მედეაწიგნიერება, სოციალური და
  • სამოქალაქო კომპეტენცია.

კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები

  • ა) მოსწავლისთვის ნაცნობია/იოლად აღქმადია დავალების ფორმა
  • ბ) მოსწავლისთვის ნაცნობია/იოლად აღქმადია ცხოვრებისეული სფერო/კონტექსტი, რომელშიც მას ახალი ცოდნის ტრანსფერი ევალება
  • დავალების პირობა იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ მოსწავლეს მის შესასრულებლად აუცილებლად სჭირდება საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი ცოდნის შეძნა და პროცედურებზე მუშაობა
  • მკაფიოა, რა რესურსზე დაყრდნობით უნდა შეძ₾ოს მოსწავლემ კომპლექსური დავალების პირობასთან მიმართებით საგნობრივი საკითხის შესწავლა
  • შეფასების კრიტერიუმები მკაცრ კორელაციაშია სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებთან
  • შეფასების კრიტერიუმები ბუნებრივად ერწყმისს კომპლექსური დავალების პირობას
  • შეფასების კრიტერიუმები ფორმულირებულია იმგვარად, რომ მათი დაკმაყოფილებისთვის მოსწავლეს ფაქტობრივი და პროცედურული ცოდნა სჭირდება

სოლო ტაქსონომია

  • აზროვნება, შემოქმედებითობა წიგნიერება, მედეაწიგნიერება, სოციალური და
  • სამოქალაქო კომპეტენცია.
  • კომპლექსური დავალებები საუკეთესო
  • ასპარეზს წარმოადგენს მოზარდთა შინაგანი ძალების ზრდა-განვითარებისთვის.
  • კომპლექსური დავალებით მოსწავლე ცოდნის სამივე კატეგორიას გადის.

კომპექსური დავალების მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყოს წავლა-სწავლების 5 პრინციპი

  • 1.მოსწავლეები აქტიურად ჩართული იყვნენ შემოქმედებით პროცესში
  • 2.დავალებაზე მუშაობა დავიწყეთ წინარე ცოდნის გააქტიურებით
  • 3.მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება
  • 4.შეძლეს ინფორმაციის ნაწილებად დაყოფა
  • 5.სწავლა-სწავლების პროცესი მოიცავდა ცოდნის სამივე კატეგორიას.

წარმოგიდგენთ მოსწავლეების ნამუშევრებს, მოსწავლეებმა არამარტო დაწერეს მოთხრობა  ამბავი, არამედ საკუთარი ხელით შექმნეს პირველყოფილი საზოგადოების შრომის იარაღები, მაკეტები, საცხოვრებელი სახლები, გამოქვაბულები, თიხისჭურჭლები. მოაწყვეს პრეისტორიული ხანის ნამუშევრების მუზეუმი./გამოფენა. 

წაიკითხეთ სრულად