სწავლისადმი და მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა ჩემი სკოლის და ადმინისტრაციისთვის უმთავრესია. ჩვენთვის მოსწავლის აკადემიური და სოციალური წარმატებები მთავარი ღირებულებაა. ყველა ვინც სასწავლო პროცესშია ჩართული, მასწავლებელი, ადმინისტრაცია და მშობლები. ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართავს და შესაბამისად, სკოლაში თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების და პატივისცემის გარემო იქმნება. ინკლუზიური განათლება, თავისი არსით სწორედ ასეთ დამოკიდებულებას გულისხმობს ყველა მოსწავლის მიმართ და აღიარებს, მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებებისა სწავლისა და მოსწავლის მიმართ, კეთილგანწყობილი გარემო აუცილებელი პირობაა.
აქცენტი კეთდება მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი სწავლის მნიშვნელობაზე, ყურადღების ცენტრში ექცევა ბავშვი. სწავლისადმი კეთილგანწყობილი გარემო ხასიათდება თბილი, მეგობრული მასწავლებელი ზის ან დგას ბავშვის გვერდით და ესაუბრება ღიმილით.
„სწავლისადმი კეთილგანწყობილი გარემო“ არის „ბავშვისადმი და მასწავლებლისადმი კეთილგანწყობილი “. აქცენტი კეთდება მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი სწავლის მნიშვნელობაზე. ყურადღების ცენტრში ექცევა ბავშვი და სწავლის პროცესში მისი აქტიური ჩართვა. იგი ასევე აკმაყოფილებს ჩვენი მასწავლებლების საჭიროებებსა და ინტერესს, რამდენადაც ჩვენ გვინდა და შეგვიძლია მოსწავლეებისათვის საუკეთესო განათლების მიცემა. კეთილგანწყობილი გარემოსთვის მთავარია ურთიერთობები, ვინ არის საკლასო ოთახში, განლაგება, სასწავლო მასალები, რესურსები, შეფასება. შექმნილი გვაქვს ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემო, კომუნიკაციისათვის და მობილობისთვის ვიყენებთ შესაბამის ტექნოლოგიებს. დამრიგებელს, მასწავლებელს და მშობელს გადანაწილებული აქვს მასალის მომზადებაზე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა. დამრიგებლების ინიციატივით ხდება სამუშაო გუნდის შეკრება.
გუნდის შემადგენლობაში შედის ქართულის, მათემატიკის, უცხო ენის, ბუნების მასწავლებელი, სადაც განიხილება ინდივიდუალური გეგმის დაძლევის პროცესი. ჩემს შემთხვევაში, მოსწავლეების პრობლემური ქცევა თავდაპირველად განიხილა, როგორც უჩვეულო და რთულ სიტუაციაში გამკლავების სტრატეგია და არა როგორც ბავშვის თვისება .საგულისხმოა, რომ ბავშვების პრობლემურ ქცევასთან გამკლავება, როგორც პროფესიული გამოწვევა, ისე განიხილება დაუღალავად შევეცადეთ მის მოგვარებას.
რა უპირატესობები აქვს კეთილგანწყობილ გარემოს ინკლუზიური სწავლისადმი?
პირველი ის, მოსწავლეები რომ მეტად თავდაჯერებულები ხდებიან, უვითარდებათ მაღალი თვითშეფასება, მაგალითად, სწავლობენ მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვების დასმას, სკოლაში მიღებულ ცოდნას იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვები ხდებიან უფრო კრეატიულები, რაც აუმჯობესებს სწავლის დონეს. ისინი აფასებენ მშობლიურ ენას, კულტურას, იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს და პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებს.
ჩემს სკოლაში შემდეგნაირად აისახება ინკლუზიური სწავლებისადმი კეთილგანწყობილი გარემო. ინკლუზიური განათლება აღიარებს მრავალფეროვნებას და განსხვავებულობის აუცილებლობას მოსწავლეების სწავლების პროცესში. განსხვავებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების და საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლება, რასაკვირველია სწავლების განსხვავებული მიდგომების, სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებას გულისხმობს .ყველას მიმართ სწავლებისა და ქცევის მართვის ერთნაირი სტრატეგიების გამოყენება უარყოფს ბავშვებს შორის განსხვავებულობას და მათ ინდივიდუალობას. მნიშვნელოვან უპირატესობები ენიჭება მასწავლებელს, ისინი იძენენ ახალ ცოდნასა და სხვადასხვა სიტუაციეების მართვას . მასწავლებლებს ეძლევათ ახალი იდეების შესწავლის მეტი საშუალება, როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ .ასეთი იდეების გამოყენებით მათ შეუძლიათ მოსწავლეთა დაინტერესება და წახალისება. მასწავლებლები განიცდიან მეტად კმაყოფილებას როდესაც ყველა ბავშვი მაქსიმალურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და ავლენს საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი.
უპირატესობები მშობლებისათვის აისახება მასში, რომ სწავლისადმი კეთილგანწყობილ გარემოში მშობლები იღებენ მეტ ინფორმაციას საკუთარი შვილების განათლების შესახებ. ისინი პიროვნულად ხდებიან ჩართული პროცესში და გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას ,როდესაც მასწავლებელი მათ ეკითხება აზრს მათივე შვილების განათლების შესახებ, ისინი სწავლების პროცესში მონაწილე თანასწორუფლებიან პარტნიორებად გრძნობენ თავს და სწავლობენ სახლში ამ ხერხების გამოყენებას, რომელსაც მასწავლებელი იყენებს. აქვთ მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ეხმარებიან სხვებსაც ანალოგიური პრობლემის გადაჭრაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებმა იციან ,რომ მათი შვილები ისევე როგორც ყველა სხვა ბავშვი, იღებენ ხარისხიან განათლებას.
უპირატესობები აქვს აგრეთვე საზოგადოებას, თავად საზოგადოება მეტად ერთვება სკოლის ცხოვრებაში და უმჯობესდება უკუკავშირი სკოლასა და საზოგადოებას შორის. ჩვენი სკოლა ნამდვილად არის ინკლუზიური სწავლისადმი კეთილგანწყობის მაგალითი, რადგან არის ათასწლეულის გამოწვევების სკოლა და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად, მკვეთრად შეიმჩნევა მასწავლებლების, ბავშვების, მშობლების და საზოგადოების პოზიტიური ცვლილებები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცით კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ სრული ინკლუზიის მისაღწევად. სკოლაში არის სასკოლო პანდუსი სკოლაში შესასვლელად, რესურს ოთახი განმავითარებელი რესურსებით, ადაპტირებული საპირფარეშო ოთახი და ჯანსაღი სუფთა გარემო. ჩვენი რესურსოთახი აღჭურვილია მოსწაავლეების განათლების ხელშეწყობისათვის აუცილებელი ყველა თვალსაჩინოებითა და ტექნიკური საშუალებით. ამ მხრივ ჩემს სკოლას ვთვლი წარმატებულად, რადგან უზრუნველყოფილია სწორად დაგეგმილი ინკლუზიური განათლების პირობებში, თითოეულ ჩემს მოსწავლეს ეძლევა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა. ჩემს სკოლაში ადმინისტრაციამ შეძლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შესაბამისი მხარდაჭერა. მათ კარგად აქვთ გააზრებული ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა, ადმინისტრაცია ხელს უწყობს მასწავლებლებს იმ ინოვაციური სასწავლო მეთოდების გამოყენებაში, რომელიც ბავშვებს სწავლას უადვილებს. ითვალისწინებს მასწავლებლების საჭიროებებს .მასწავლებლებს შეუძლიათ სასწავლო პროგრამების, გაკვეთილების და სასკოლო აქტივობების ადაპტირება სხვადასხვა მდგომარეობისა შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებათა გათვალისწინებით. არიან გახსნილი სწავლის, ადაპტირების, ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის.
სკოლის პედაგოგები ბევრს მოელიან ყველა მოსწავლისაგან და ხელს უწყობენ მათ სკოლის დამთავრებაში. ჩვენ გვყვავდა 4 მოსწავლე. სამმა მათგანმა დაამთავრა 12 კლასი, ორმა 9 კლასი. მათ გარკვეულწილად შეძლეს ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები, თვითდაჯერებულნი, ჰქონდათ არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, ურთიერთობა თანატოლებთან, მასწავლებლებთან და ოჯახთან, აითვისეს სხვადასხვა სოციალური უნარ ჩვევა.
ბოლოს, მე მინდა გესაუბროთ მოსწავლეებზე რომლებიც ახლა არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.
გ. უ.-ს შემთხვევაში, მისი პრობლემური ქცევა თავდაპირველად განიხილა, როგორც უჩვეულო და რთულ სიტუაციაში გამკლავების სტრატეგია და არა როგორც ბავშვის თვისება. საგულისხმოა, რომ გ-ს პრობლემურ ქცევასთან გამკლავება, როგორც პროფესიული გამოწვევა, ისე განიხილებოდა და დაუღალავად შევეცადეთ მის მოგვარებას პედაგოგები.
გ.უ. სამი წელი აპროტესტებდა და არ უნდოდა სკოლაში სიარული, როდესაც მე სპეც. პედაგოგი მოვედი სკოლაში გ.უ. მხოლოდ რესურს ოთახში შემოდიოდა და ჩერდებოდა 15-20 წუთი და ითხოვდა წასვლას სახლში. კლასში არ უნდოდა შესვლა, ბავშვებს თავდაღუნული ხვდებოდა და არ ურთიერთობდა, ორ თვეში გ.უ-მ გაზარდა დრო და კლასში ჩერდებოდა 20 წუთი, შემდეგ რესურს ოთახში ვივარჯიშებდით და ერთი გაკვეთილი ჩერდებოდა, თუმცა ზარის დარეკვისთანავე მიდიოდა სახლში. ასე გაგრძელდა ერთი სასწავლო წელი, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში, გ.უ-მ ისწავლა15 ასო ბგერა, ავლენდა ემოციებს, ძირითადად დადებითს და კეთილგანწყობას თანაკლასელების მიმართ, გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად, რადგან თავდაპირველად უჭირდა უსაფრთხოდ ასვლა-ჩამოსვლა კიბეებზე. მეორე წელს გ.უ-მ შეძლო ერთ გაკვეთილზე ბოლომდე ყოფნა და მასწავლებლის მოსმენა,15-20 წუთი რესურს ოთახში. მთელი წლის განმავლობაში შეისწავლა 27 ასო ბგერა და დაიწყო კითხვა ნელ ტემპში და ცალკეული ასოებით, ანგარიში 5-ის ფარგალში და დათვლა 40-მდე. გ.უ-ს რეგულარულად მზად აქვს გაკვეთილისთვის საჭირო აქტივობები. მასწავლებლებისათვის ნათელი გახდა, რომ ქცევის მართვის სტრატეგიების და საკლასო გარემოს კეთილგანწყობისთვის და მისი განხორციელებისთვის „ერთადერთ“ გზას წარმოადგენს თავდადება, მძიმე შრომა და ახალი ცოდნის ათვისება, პოზიტიური განწყობა, ყოველივე ამას კი, მოაქვს კმაყოფილება და იმის გაცნობიერება, რომ სულ უფრო ნაკლები ბავშვი რჩება სკოლის გარეთ.
გ.თ იყო ნაკლებად კომუნიკაციური, არ შეეძლო ფუნქციონალური აკადემიური უნარების გამოყენება, ნელ ტემპში მიმდინარეობდა გ.თ-ს განვითარება. ის ვერ მუშაობდა დამოუკიდებლად, ვერ ასრულებდა დავალებას, ადვილად ეფანტებოდა ყურადღება, თავს უხერხულად გრძნობდა კითხვების დასმისას, მოკლედ პასუხობდა, გამოიკვეთებოდა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის დაბალი ხარისხი, ვერ იგებდა დავალებას და ვერ ასრულებდა ინსტრუქციას. გ.თ-ზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გადაწყდა გაკვეთილის პროცესში ქცევაზე დაკვირვება. პარალელურად განხორციელდა ბავშვის აკადემიური და შემეცნებითი უნარების შეფასება. მომდევნო წელს გ.თ გახდა უფრო კომუნიკაბელური, დავალების შესრულება გახდა უფრო სასიამოვნო მისთვის, რესურს ოთახში გაცილებით მონდომებით ასრულებდა სავარჯიშოებს. დაიწყო კითხვა მარცვალ-მარცვალ, ისწავლა ანბანი, შეძლო გადაწერა უშეცდომოდ წიგნიდან და დაფიდან, წერისას იცავს ხაზებს, ასოებს და სიტყვებს შორის დისტანციას, დამოუკიდებლად წერს თავის სახელს და გვარს, მითითების შემთხვევაში შეძლო დაშვებული შეცდომების ვერბალიზაცია და გამოსწორება. აქვს კარგი კომუნიკაციური უნარები. გ.თ-სთან ხდება ინდივიდუალურ ფორმატში მუშაობაც. ასეთი სახის რამდენიმეთვიანი ყველა მასწავლებლის თანმიმდევრული და უწყვეტი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდა მოსწავლის ეფექტური შედეგების გამოვლინება. პედაგოგები ჩართული არიან ბავშვების მოძიებაში, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ დადიან სკოლაში ან ვერ სწავლობენ.
პედაგოგებს გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ინკლუზიური განათლების საკითხებში, ესწრებიან სემინარებს, რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას, ინკლუზიური სწავლისადმი კეთილგანწყობილ გარემოს საკითხებზე, იღებენ დახმარებას სხვადასხვა საგნების სწავლებაში არსებული თანამედროვე ხერხებისა და მეთოდების შესახებ, იკრიბებიან რესურს-ოთახში, სადაც მათ შეუძლიათ ერთმანეთის აზრების გაზიარება და სასწავლო მასალის მომზადება, ისეთი მასალებისა, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სოციალური და ფიზიკური მდგომარეობის (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის) მქონე პირების ცხოვრებიდან. ჩვენი მასწავლებლები ფლობენ მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულების უნარს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში პატივისცემას, ტოლერანტობას და სხვათა კულტურული განსხვავებულობის პატივისცემას. თანამედროვე მიდგომებით ინკლუზიურ განათლებაში გუნდური მუშაობა წარმატების გარანტიაა, რაც გულისხმობს მშობლის, მასწავლებლის და სხვა სპეციალისტების ერთობლივ ორგანიზებულ სკოლა ნამდვილად ემსახურება სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეების განათლების და მათი ინტეგრაციის პროცესს.
ავტორი: სპეციალური პედაგოგი ნატალია ბოჭორიძე
წაიკითხეთ სრულად