Baby Bag

საზაფხულო სკოლები გრძელდება - რა სიურპრიზი ელოდებათ საუკეთესო მოსწავლეებს

საზაფხულო სკოლები გრძელდება - რა სიურპრიზი ელოდებათ საუკეთესო მოსწავლეებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები მოინახულა, მოსწავლეებს შეხვდა და ნორჩ გამომგონებელთა ნამუშევრებს გაეცნო.

პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისის“ ბაზაზე ხორციელდება და მასში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში საუკეთესო შედეგების მქონე 750 მოსწავლე მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების აქტივობები ორ ნაწილად იყოფა: დღის პირველ ნახევარში ისინი ძირითადად აკადემიური ნაწილით არიან დატვირთულნი, მეორე ნახევარში კი, აქვთ განტვირთვის საშუალება მრავალფეროვანი სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, ექსკურსიებითა და გასვლითი ღონისძიებებით.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის პროგრამა ძირითადად მათემატიკისა და ინფორმატიკის თემატიკას უკავშირდება. მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციებს სამეცნიერო სფეროდან, უტარდებათ მრავალფეროვანი ლექციები და სემინარები მოწვეულ ლექტორებთან, დარგის სპეციალისტებთან.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში კი, აკადემიური ნაწილი მოიცავს როგორც ინგლისური ენის, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურისა და ტრადიციების შესწავლას. ზოგადი ინგლისურის გაკვეთილებზე მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა თემებს, ისეთი როგორიცაა მოგზაურობა, მუსიკა, სარეკლამო სფერო, კინოინდუსტრია და სხვა. საგაკვეთილო პროცესი დატვირთულია ბევრი სახალისო აქტივობით, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

სამეცნიერო ბანაკის თითოეულ ნაკადში ბანაკის მონაწილეთაგან საუკეთესო მოსწავლეები შეირჩევიან, რომელთა ნაწილი შვეიცარიაში, CERN-ში (ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) გაემგზავრება, ნაწილი კი - პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, ინგლისური ენის ბანაკის მოსწავლეებიდან საუკეთესოები კი, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში გაემგზავრებიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის

ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ელექტრონულ რესურებს სთავაზობს. 

ჯონ დიუი - როგორ ვაზროვნებთ

ჯონ დიუი - სკოლა და საზოგადოება

________________________________________________________

ინგლისური ენის მასწავლებლის გზამკვლევი - I-II კლასი

ინგლისური ენის მასწავლებლის გზამკვლევი - III-IV კლასი

ინგლისური ენის მასწავლებლის გზამკვლევი - V-VI კლასი

ინგლისური ენის მასწავლებლის გზამკვლევი - VII-IX კლასი

ინგლისური ენის მასწავლებლის გზამკვლევი - X-XII კლასი

__________________________________________________________

ანტიბის საერთაშორისო ცენტრის ყოველთვიური ჟურნალი ფრანგული ენის მასწავლებლებისათვის “FRANCAIS-ET-VOUS“

ანტიბის საერთაშორისო ცენტრის ყოველთვიური ჟურნალი ფრანგული ენის მასწავლებლებისათვის “FRANCAIS-ET-VOUS“

__________________________________________________________

გოეთეს ინსტიტუტის პროექტი "რატომ გერმანული"

ინტერნეტ-რესურსები გერმანული ენის პედაგოგებისთვის

___________________________________________________________

დემოკრატიის სწავლება

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

____________________________________________________________

სამოქალაქო განათლება - მეთოდური გზამკვლევი მასწავლებლებისთვის

სამოქალაქო განათლება- მეთოდური გზამკვლევი მასწავლებლებისთვის (აზერბაიჯანულ ენაზე)

სამოქალაქო განათლება - მეთოდური გზამკვლევი მასწავლებლებისთვის (სომხურ ენაზე)

წაიკითხეთ სრულად