საქსტატის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს მოსწავლეთა რიცხოვნობა სკოლებში წინა სასწავლო წელთან შედარებით 1,6%-ით გაზრდილია. რაც შეეხება იმ მოსწავლეთა რაოდენობას, რომლებმაც 2017-2018 სასწავლო წელს შეწყვიტეს სწავლა, მათი რიცხვი - 12 298-ია (რაც 2016-2017 წლებთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი), მათგან 4 769 გოგოა, ხოლო 7 529 ბიჭი. ამასთან მოსწავლეთა ყველაზე დიდმა ნაწილმა – 5 449-მა, სკოლა მეათე კლასში დატოვა.