Baby Bag

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ცხოვრების პირველ თვეებსა და წლებში დედასთან ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პირველ წლებს და პირველ თვეებს დედა ბავშვს სჭირდება ფიზიკურად, რომ ის ბიოლოგიური კავშირი, რაც მუცლადყოფნის პერიოდიდან მოჰყვება, შენარჩუნებული იყოს, მშვიდად იყოს ბავშვი, დაცულად იგრძნოს თავი. დედის ემოციური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა, დაცულად გრძნობს თავს და კომფორტულად არის ზოგადად, ეს გადადის ბავშვზეც.“

„დედა, რომელიც მთელი დღე გასულია, დილიდან გასული გადაღლილი ხუთზე-ექვსზე შემოვა თვეების ბავშვთან, მე არ ვიცი, ან რა ენერგია უნდა ჰქონდეს, ან რა ემოციური რესურსები და უნარები, რომ ბავშვს მისცეს ყველაფერი, რაც თვეების ბავშვს სჭირდება, ჩემთვის წარმოუდგენელია,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ,“ - ფსიქოლოგი ირინ...
​ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ფსიქიკაზე დედის შფოთვის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:„​მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ. ეს არის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევა, ამიტომ ყურადღებით...

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ ფორმულით თქვენი შვილის სავარაუდო მაქსიმალური სიმაღლის გამოთვლა შეგიძლიათ - თამარ კობახიძის რეკომენდაცია მშობლებს

ამ ფორმულით  თქვენი შვილის სავარაუდო მაქსიმალური სიმაღლის გამოთვლა შეგიძლიათ - თამარ კობახიძის რეკომენდაცია მშობლებს

ტელეწამყვანმა თამარ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ მაყურებელს ბავშვის მაქსიმალური სიმაღლის გამოსათვლელი ფორმულა გააცნო. მისი თქმით, მოცემულ ფორმულას პედიატრები და ენდოკრინოლოგები იყენებენ და მისი გამოყენება მშობლებსაც შეუძლიათ:

„მშობლებს სახლის პირობებში შეუძლიათ პატარა ფორმულით გამოთვალონ საკუთარი შვილი მაქსიმუმ რა სიმაღლეს მიაღწევს. ეს ფორმულა დღესაც გამოიყენება სამედიცინო სფეროში. პედიატრები და ენდოკრინოლოგები მას დღესაც გამოიყენებენ.

როგორ ვთვლით ბავშვის სავარაუდო სიმაღლეს? დედისა და მამის სიმაღლეები უნდა შევკრიბოთ. მიღებული ციფრი გავყოთ ორზე. გაყოფის შემდეგ მიღებულ ციფრს გოგონას შემთხვევაში გამოვაკლოთ 6,5 სანტიმეტრი, ბიჭის შემთხვევაში მივუმატოთ 6,5 სანტიმეტრი. საშუალოდ თქვენი შვილი ამ სიმაღლის იქნება,“ - აღნიშნა თამარ კობახიძემ

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად