Baby Bag

„ოჯახში ახალბედა დედის რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის,“- გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე

„ოჯახში ახალბედა დედის რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის,“- გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე

გინეკოლოგმა არსენ გვენეტაძემ ახალბედა დედებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დედებს ხშირად საკუთარი განცდების რცხვენიათ და ვერ ამხელენ, რომ ცუდად არიან:

„როდესაც ფაქტობრივად გამოვლინდება, მერე დავუძახებთ ჩვენ მძიმე შემთხვევას, მაგრამ მის გონებაში რა აზრები ტრიალებს, ამაზეა საუბარი. ჩვენი პაციენტების უშვილობის წლოვანება 2-დან 25 წლამდეა. ელოდება ხალხი შვილს 5 წელი, 7 წელი, გაჩნდა ბავშვი. ბედნიერება თითქოს ზეზღვრულია. ამ დროს ბავშვი ტირის, აქვს შფოთვა. დედა ამბობს: როგორ, მთელი ცხოვრება ამას ველოდი და მისი ტირილისგან როგორ შეიძლება გონება მემღვრეოდეს, არ მინდოდეს და უძილობას ვერ ვუძლებდე?! მერე არის სირცხვილის შეგრძნება, რომ ეს როგორ ვუთხრა ვინმეს, ქმარს, ნათესავს, მეზობელს, დედამთილს?!“

არსენ გვენეტაძის თქმით, ახალბედა დედას ყველა ყველაფერს ასწავლის, თუ რა როგორ გააკეთოს:

„ყველა ყველაფერს ასწავლის ახალბედა დედას, ეს ასე უნდა გააკეთო, ისე უნდა გააკეთო. ოჯახში, მით უმეტეს ახალბედა დედის მძიმე, რთულ მდგომარეობაში ყოფნა კატასტროფაა ყველასთვის და პირველ რიგში, მისი მეუღლისთვის. მოვიდნენ შენი ნათესავები, მოვიდნენ ჩემი ნათესავები, დღეს ცოტანი მოდიან, მაგრამ მაინც ხომ არის, არა?! უახლოეს ბებიას და ბაბუას ამას ვერ დაუშლი. ამის შემდეგ რჩება მეუღლე, რომელიც ვერანაირად ვერ ერკვევა, ვერც ბავშვს ჰკიდებს ხელს. მე მინახავს ჩემი მეგობრები, ამბობენ: „ვერ ვკიდებ პატარა ბავშვს ხელს.“ ვერ ეხმარება დედას ამაში. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის, რომ გაერკვე საკუთარ ემოციებში."

„ფერიტინის განსაზღვრაც, უმარტივესი ანალიზის, თუ ის არის ნორმაზე დაბლა ერთი აბი რკინის მიცემა სულ 3-6 კვირაში მოიყვანს ნორმაში და 42-დან 60%-მდე მოხსნის ამ პრობლემას,“- აღნიშნულ საკითხზე არსენ გვენეტაძემ ტელეკომპანია „POSTV”-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეთიოპიელმა ქალმა მშობიარობიდან 30 წუთში გამოცდები ჩააბარა

ეთიოპიელმა ქალმა მშობიარობიდან 30 წუთში გამოცდები ჩააბარა

​ეთიოპიელმა ქალმა ალმაზ დერესემ მშობიარობიდან 30 წუთში გამოცდები ​ჩააბარა. 

21 წლის ალმაზ დერესეს იმედი ჰქონდა, რომ გამოცდებამდე იმშობიარებდა, თუმცა გამოცდები რამადანის გამო გადაიდო. 

როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ორსულობის დროს მეცადინეობა პრობლემა არ ყოფილა და არ სურდა, რომ გამოცდები მომდევნო წლისთვის გადაედო. 

„მშობიარობა არ იყო რთული, გამოცდების ჩაბარება ძალიან მეჩქარებოდა,“ - აღნიშნავს ეთიოპიელი გოგონა.  

მისი ქმრის ტადეს ტულუს თქმით, სკოლა დაითანხმა, რომ მის ცოლს გამოცდები სამშობიაროში ჩაებარებინა. 

ალმაზ დერესი მოხარულია, რომ გამოცდები ჩააბარა და მისი პატარა ბიჭი თავს მშვენივრად გრძნობს. 

წაიკითხეთ სრულად