Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ სამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ გენიოსებს ან შიზოფრენიით დაავადებულებს შეუძლიათ

ამ სამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ გენიოსებს ან შიზოფრენიით დაავადებულებს შეუძლიათ

ადამიანები გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემით საკუთარი თავის შესახებ ძალიან ბევრ რამეს იგებენ. ფსიქოლოგები პაციენტებს ხშირად უსვამენ ისეთ კითხვებს, რომელთა დახმარებითაც იგებენ, სჭირდება თუ არა ადამიანს პროფესიონალის დახმარება ან არის თუ არა ის გენიოსი. იმის მიხედვით, თუ როგორ უპასუხებთ ჩვენ მიერ დასმულ სამ კითხვას, გაიგებთ, გენიოსი ხართ თუ შიზოფრენიით დაავადებული.

1. რა საერთო აქვთ ჩაიდანსა და გემს?

სწორი პასუხი

2. რა საერთო აქვთ მანქანის ბორბალსა და ქარიშხალს?

სწორი პასუხი

3. რა საერთო აქვთ ფეხსაცმელსა და ფანქარს?

სწორი პასუხი

მოცემულ კითხვებზე პასუხები თუ არ გაქვთ, ნუ აღელდებით, თქვენ სავსებით ნორმალურად აზროვნებთ. თუ კითხვებზე პასუხი მარტივად იპოვეთ, ე.ი. ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ და პროფესიონალის კონსულტაცია არ გაწყენდათ.

აღნიშნული კითხვები „დაპირისპირების მეთოდის“ მაგალითია. როდესაც ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანს ჰკითხავთ, რა საერთო აქვთ ყვავსა და მერხს, ის მარტივად გიპასუხებთ, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ. გარკვეულწილად ისინი მართლები არიან, რადგან მერხისა და ყვავის შედარება წარმოუდგენელია. შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი მოცემულ კითხვაზე სიღრმისეული პასუხების მოძიებას დაიწყებს. შესაძლოა, მან გიპასუხოთ, რომ მერხზე ადამიანები დებენ ფურცელს, რომელზეც წერენ. საწერ მასალად კი მათ ყვავის ფრთის გამოყენება შეუძლიათ.

როგორ უნდა მიხვდეთ გენიოსი ხართ თუ შიზოფრენიით დაავადებული? პასუხი მარტივია. საქმე იმაშია, რომ ეს უკანასკნელი პასუხს სწრაფად და დაუფიქრებლად გეტყვით, ხოლო გენიოსი დაფიქრდება, ის მარტივი პასუხით არ შემოიფარგლება, გონებას დაძაბავს და უნიკალური პასუხით გაგაოცებთ.

მომზადებულია brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად