Baby Bag

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

არის თუ არა სახიფათო Wi-fi-ის ელექტრომაგნიტური ტალღები და ე.წ. 5G

არის თუ არა სახიფათო Wi-fi-ის ელექტრომაგნიტური ტალღები და ე.წ. 5G

არის თუ არა სახიფათო Wi-fi-ის ელექტრომაგნიტური ტალღები და ე.წ. 5G - აღნიშნულ თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს. 

,,ცალსახად რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ რაიმე მტკიცებულება, რომელსაც პირდაპირ დაეყრდნობოდა და რეკომენდაციას მისცემდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია wifi-ს და ე.წ 5 G-ს ზეგავლენასთან დაკავშირებით, არ არსებობს. ეს ჯერ კიდევ შესწავლის საკითხია. ელექტრომაგნიტური გამოსხივება ინდივიდუალური მგრძნობელობის დონემდე დაიყვანება და ერთგვარი ჰიპერმგრძნობელობა ასეთი გამოსხივებისადმი არის დაფიქსირებული, მაგრამ არსად, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პირდაპირი რეკომენდაცია, რომელიც რაიმე ტიპის შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრებდა, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია,'' - დასძინა ნია გიუნაშვილმა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

-qs-არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა-qe-

წაიკითხეთ სრულად